პროფესორ პოლ ჰენრის კანადის პრიორატის წმ. იოანეს ჰოსპიტალის დიდებულმა ორდენმა გადასცა თავჯდომარის მადლობის სიგელი

30 აპრილი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                  30 April 2018

 

Professor Paul Henry is Awarded the Chair's Commendation from the Priory of Canada of the Most Venerable Order of the Hospital of St. John

 

 

ტორონტო, ონტარიო, კანადა. კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანის აპარატის გადაწყვეტილებით, კანადის პრიორატის წმ. იოანეს ჰოსპიტალის დიდებულმა ორდენმა პროფესორ პოლ ე. ჰენრის თავჯდომარის მადლობის სიგელი მიანიჭა.

 

პროფესორმა ჰენრიმ ეს სიგელი მიიღო საკუთარი ხელმძღვანელობისა და ონტარიოს სტრატეგიული წინსვლისთვის წმინდა ჯონის საბჭოს, მათ შორის ჩრდილო – აღმოსავლეთ ონტარიოს ფილიალის ზრდა–განვითარების მხარდაჭერისთვის. პროფესორ პოლ ჰენრის სიგელი გადასცეს ჯოელ კემპბელმა, ონტარიოს საბჭოს პროვინციის თავჯდომარემ და ფილიპ კლარკმა, კანადის დიდი პრიორატის წმ. იოანეს ჰოსპიტალის დიდებული ორდენის კანცლერმა.

 

პროფესორი ჰენრი არის კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯის განათლების პროფესორი და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, იგი მუშაობს ნიუ–ვესტმინსტერის საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობაზე. მსახურობდა ონტარიოს განათლების სამინისტროში, ფრანგული ენის შემსწავლელი პოლიტიკის სწავლების უფროს სპეციალისტად და ამჟამად მსახურობს Scolaire Catholique du Nouvel-Ontario-ს გამგეობის დირექტორად სუდბერიში, ასრულებს დირექტორისა და ვიცე დირექტორის მოვალეობებს ექვს სკოლაში. როგორც პოსტსაშუალო და მინისტერიალის დონის მასწავლებელი, ონტარიოს განათლების მინისტრის ფრანგული ენების მონიტორინგის პროგრამების საშუალებით, იგი პასუხისმგებელი იყო ესწავლებინა გეოგრაფიის, ისტორიის, სოციოლოგიის, ჰუმანიტარული და კულტურული საქმიანობის კურსები.

 

პროფესორი ჰენრი მსახურობდა მისი უდიდებულესობის კანადის შეიარაღებულ ძალებში და იყო CFB Borden-ის სასწავლო ცენტრის ოფიცერი. იგი პასუხისმგებელი იყო წელიწადში 600 რეზერვის ოფიცრის ტრენინგიზე, სხვადასხვა საოფიცრო პროფესიული მომზადების კურსებზე. ”პროფესორი ჰენრი აგრძელებს ჩვენი კოლეჯის, უნივერსიტეტისა და საზოგადოების სამაგალითო ფორმით წარდგენას,“ - თქვა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მ, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ- ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა. ”მისი მოხალისეობისა და საზოგადოების თავდაუზოგავი მსახურობის ისტორია მასაც და მასთან აფილირებულ ინსტიტუტებს ანიჭებს კარგ რეპუტაციას.”

 

სურათი (მარცხნიდან მარჯვნივ):

 

ბატონი ჯოელ კემპბელი, OStJ, ონტარიოს პროვინციის თავმჯდომარე

მაიორი (Ret'd) პოლ ე. ჰენრი, SBStJ, CD, M.Ed., DFNWC, Esq. (მიმღები)

ფილიპ კლარკი, KStJ, CA, კანადის დიდი პრიორატის წმ. იოანეს ჰოსპიტალის დიდებული ორდენის კანცლერი

ქვედა ფოტო: მადლობის სიგელის ციტატა