წითელი ჯვრის წარმომადგენლობა საქართველოში და იუსტიციის სასწავლო ცენტრი მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში ტრადიციულად აწყობენ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. ორგანიზატორები მონაწილეებს შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად 3 დღით წაიყვანენ ბაზალეთის ტბაზე.
3 კაციანმა გუნდმა 10 ოქტომბრამდე უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა, რომელშიც მიუთითებს პირად მონაცემებს და პასუხი უნდა გასცეს აპლიკაციაში მოცემულ კაზუსს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად (მაქსიმუმ 1 გვერდი).
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, არჩილ ბორჯაძეს aborjadze@cu.edu.ge მობ.: 555114477
შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში
11 იანვარი