28 ოქტომბერს კავკასიის სამართლის სკოლას ცნობილი ქართველი უფოლოგი ერეკლე შონია ეწვია. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ფილმ-,,პარალელური სამყაროს" ჩვენება. ერეკლე შონიამ დეტალურად ისაუბრა უფოლოგიის, როგორც ახლად აღმოცენებული მეცნიერების შესახებ. საუბრის დროს მან განიხილა რამდენიმე პარანორმალური მოვლენა და ე.წ. "ამო"-ს ფენომენი. ერეკლე შონიამ სტუდენტების მიერ დასმულ არაერთ შეკითხვას გასცა პასუხი. საღამო საკმაოდ საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა.
ცნობილი ქართველი უფოლოგი სამართლის სკოლას ეწვია
11 იანვარი