სტუდენტური ერთობის არჩევნები

11 იანვარი

9 ოქტომბერს, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის პრეზიდენტის და ომბუდმსენის არჩევნები გაიმართა.

 

კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობის პრეზიდენტად მარიამ ჭითანავა, ხოლო ომბუდსმენად მარიამ კობიაშვილი აირჩიეს. ერთობის ვიცე–პრეზიდენტებად დასახელდნენ: პირველი კურსიდან ოლეგ თორთლაძე, მეორე კურსიდან გიორგი ბილიხვოძე, მაგისტრატურიდან თამრი ზვერიაშვილი. ომბუდსმენის მიერ ვიცე–ომბუდსმენად დასახელდა სალომე ბეჟაშვილი. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის აღმასრულებელი საბჭოში შემადგენლობაში არიან: ლევან დიდიძე, მარიამ ჭითანავა, მარიამ საჯაია.