სამართლის საავტორო სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

11 იანვარი

2011 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კავკასიიის სამართლის სკოლის საავტორო სამაგისტრო პროგრამების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი სამაგისტრო პროგრამები თავად ავტორებმა წარმოადგინეს:


„კერძო სამართალი" - კავკასიის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა დავით იმნაძემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნუნუ კვანტალიანმა;
„საჯარო სამართალი" - კავკასიის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ზვიად როგავამ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნათია წკეპლაძემ;
„სისხლის სამართალი" - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნონა თოდუამ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ იური ტყეშელაშვილმა;
„საერთაშორისო სამართალი" - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა სალომე კუჭუხიძემ და ეკა სირაძემ.