სამართლის სკოლის დირექტორი, პროფესორი როჯერ კეი. სტუმრის ჩამობრძანების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქართულ-ბრიტანულ ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება "სამართალმცოდნეობაში". პროექტი კავკასიის უნივერსიტეტისა და ჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია. პირველი 2 წლის განმავლობაში, სტუდენტები კავკასიის უნივერსიტეტში ისწავლიან, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი, პროგრამას ჩესტერის უნივერსიტეტში დაასრულებენ.
პროგრამის ფარგლებში, სტუმარმა, მოკლევადიანი ტრენინგი ჩაუტარა და საჭირო სასწავლო, მეთოდური მასალა გადასცა იმ ლექტორებს, რომლებმაც თბილისში უნდა უხელმძღვანელონ შემდეგ სალექციო კურსებს: "ინგლისის სამართლებრივი სისტემები", "ინგლისის საჯარო სამართალი" და "ინგლისის საკონტრაქტო სამართალი". პროფესორი როჯერი კეი შეხვდა იმ სტუდენტებს, რომელთაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. 'საპილოტე პროგრამაში".