და კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით გაიმართა საქველმოქმედო აქცია დევიზით "გავუხაროთ ბავშვებს გული".
საქველმოქმედო აქცია ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად და გასახალისებლად მოეწყო და ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრადიციულად 1 ივნისს აღინიშნება.
ამ დღეს ვარკეთილის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა 50 აღსაზრდელი განსაკუთრებულად შეხვდა.
აქციაში ჩაერთო საქართველოს საპატრიარქო, რომელმაც ბავშვებს საეკლესიო ლიტერატურა და ნივთები დაურიგა.
30 მაისს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლებს უფროსი ასაკის 20 ბავშვს, რომლებსაც საშუალება მიეცათ დაესწრნონ სპექტაკლს "დარისპანის გასაჭირი".
1 ივნისი კი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა გასართობი ცენტრი "ბაო-ბაბში" გაატარეს, სადაც მათთვის სპეციალური გასართობი პროგრამა გაიმართა.
კომპანიებმა "უნივერსამ ჯგუფი - კოპოლივა", სს "ნიკორა", შპს "შხეფი", შპს "მზარეული" და შპს "ჩვენი ფერმერი" ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს.
"42-ე მუხლი" და კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებმა გამართეს აქცია დევიზით "ეს არ არის გადაყრილი ფული, შენ შეძელი გაახარო ბავშვის გული", რომლის ფარგლებშიც სპეციალურად დალუქული ყუთით მოხდა ვარკეთილის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლისათვის შემოწირულობის შეგროვება. ბავშვების ტრანსპორტირება თეატრსა და გასართობ ცენტრში უზრუნველყო თბილისის მერიამ.