კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

11 იანვარი
პროფ. შალვა მაჭავარიანი, სამართლის სკოლის დეკანი, პროფ. ზაზა მარუაშვილი და კავკასიის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის დირექტორი, ქალბატონი ლელა ქსოვრელი შეხვდნენ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. პირ სუჯეის, ვიცე-რექტორს, პროფ. ანდრეს კივალიკს, ეკონომიკისა და ბიზნეს-ადმინისტრირების სკოლის დეკანს, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, პროფ. თანელ კერიკმეის, საინოვაციო ცენტრის დირექტორს დოქტ. ინდრეკ ჯეკობსონს, ტალინის ტექნოპოლისის ექსპერტებს, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის ხელმძღვანელებს. მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას. კავკასიის სამართლის სკოლასა და საერთაშორისო უნივერსიტეტის "AUDENTES" შორის ორმაგი სამაგისტრო პროგრამის წარმართვისა და საბაკალავრო დონის სტუდენტების გაცვლის თაობაზე, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფ. ზაზა მარუაშვილმა და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ტანელ კერიკმეიმ. მიღწეულ იქნა შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საინოვაციო ცენტრს შორის ერთობლივი სამეცნიერო პროგრამის განსახორციელებლად, სადაც ჩართული იქნებიან ტალინის ტექნოპოლის წამყვანი ექსპერტებიც.