შემადგენლობით ეწვია შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ბათუმში სტუმრობისას გაფორმდა მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტის შესაბამისად მხარეები ხელს შეუწყობენ საფაკულტეტო დონეზე თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებასა და ახლებურად გააზრებული სასწავლო-შემოქმედებითი გარემოს ფორმირებას, პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლებას, ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების შემუშავებას, ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით საფაკულტეტო დონეზე მენეჯმენტის სრულყოფის საქმეს; მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში ურთიერთმიმართ შეასრულონ გარე ექსპერტის მისია და მოახდინონ სასწავლო პროცესის მონიტორინგი; მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოების ერთობლივ საქმიანობას, სტუდენტურ შეკრებებსა და სხვადასხვა სახის ბანაკებში ერთობლივ მონაწილეობას. სტუმრობისას სტუდენტებმა დაათვალიერეს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეხვდნენ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს და გააფორმეს შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის სამართლის სკოლასა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის
11 იანვარი