შემადგენლობით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ქუთაისში სტუმრობისას გაფორმდა მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნირებათა ფაკულტეტის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტის შესაბამისად მხარეები ხელს შეუწყობენ საფაკულტეტო დონეზე თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებასა და ახლებურად გააზრებული სასწავლო-შემოქმედებითი გარემოს ფორმირებას, პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლებას, ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების შემუშავებას, ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით საქმანობას, გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით საფაკულტეტო დონეზე მენეჯმენტის სრულყოფის საქმეს; მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში ურთიერთმიმართ შეასრულონ გარე ექსპერტის მისია და მოახდინონ სასწავლო პროცესის მონიტორინგი; მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნირებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოების ერთობლივ საქმიანობას, სტუდენტურ შეკრებებსა და სხვადასხვა სახის ბანაკებში ერთობლივ მონაწილეობას. სტუმრობისას სტუდენტებმა დაათვალიერეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეხვდნენ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს და მოინახულეს გელათის სამონასტრო კომპლექსი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის სამართლის სკოლასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის
11 იანვარი