მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პროფ. შალვა მაჭავარიანი და კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი პროფ. ზაზა მარუაშვილი. ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია აერთიანებს 43 უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას. კონფერენციაზე მოისმინეს ცნობილი მეცნიერების მოხსენებები საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. განიხილეს წლის განმავლობაში შესრულებული პროგრამები და დასახეს მომავალი საქმიანობის გეგმები. ორგანიზაციის ხელმძღვანელის პროფ. სპირიდონ ფლოგაიტისის წლიურ ანგარიშში რამოდენიმეჯერ აღინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წვლილი მიმდინარე პროგრამების განხორციელებისას.
ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის წლიური კონფერენცია საბერძნეთში
11 იანვარი