ერთობლივი ქართულ-ევროპული საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია

11 იანვარი
საბაკალავრო პროგრამის" პრეზენტაცია. ორასამდე მოწვეულ სტუმარს და აბიტურიენტებს მიესალმნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტები გიორგი სიმონგულაშვილი და შალვა მაჭავარიანი. პროგრამა აუდიტორიას წარუდგინეს კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა ზაზა მარუაშვილმა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა პიჯი პზოტოპსატისმა. ახალი პროექტის შესახებ საკუთარი აზრი გამოხატეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქალბატონმა ნაზი არონიამ, საბერძნეთის საელჩოს ეკონომიკურ და კომერციულ საკითხთა მდივანმა საქართველოში სტავროს სტავრაკოსმა, სტუდენტმა ნინო ნიკოლაიშვილმა, კავკასიის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორმა ნოდარ კერესელიძემ. დამსწრე საზოგადოებამ წარმატებები უსურვა სამართლის სკოლას, მიულოცა მას დაარსების 3 წლისთავი და სკოლის ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციაში გაწევრიანება.