კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ სამეცნიერო ჟურნალის მეხუთე ნომერი გამოსცა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თაოსნობით შეიქმნა სამართლის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ელექტრონული ჟურნალი სახელწოდებით „სამართლებრივი განვითარება". ჟურნალში წარმოდგენილია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების საუკეთესო ნაშრომები. ჟურნალი ექვს თვეში ერთხელ განახლდება.