3 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველკურსელებთან საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. პირველკურსელებს სიტყვით კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა მიმართა. სკოლის წარმომადგენლებმა სტუდენტებს რეგისტრაციის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტისგან ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ. მათ ასევე საინფორმაციო ბუკლეტი დაურიგდათ, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნება მათთვის საჭირო ინფორმაციას გაეცნონ.
ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, წელს ტრადიციულად პირველკურსელები "Welcome Party"–ს დაესწრებიან.
საორიენტაციო შეხვედრა სამართლის სკოლის პირველკურსელებთან
11 იანვარი