21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - მელინ არაკელიანის - შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრის თემა იყო - „კანონის უზენაესობის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში“.
მელინ არაკელიანმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამართლის უზენაესობის მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული პერსპექტივის ჭრილში; სასამართლო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, როგორც სამართლის უზენაესობის ფუნდამენტი; იურიდიული განათლების მნიშვნელობა და სხვა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.