"თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს" პრეზენტაცია

21 ოქტომბერი 2016

21 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის "თბილისის ახალგაზრდული საკრებულო" პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ. მან კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს  გააცნო ახალგაზრდული საკრებულოს შექმნის მიზნები, ფუნქციები, სტუდენტთა გაწევრიანების წესები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.