CSL-ის სტუდენტების შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან

25 მაისი 2018

25 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტები იუსტიციის სახლში შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის თემას ეხებოდა.

 

პროკურორებმა მსმენელებს ამ კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნეს და იმ სამართლებრივ მექანიზმებზე ისაუბრეს, რასაც კანონი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ითვალისწინებს. ღონისძიება პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში გაიმართა და მიზანად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებულობას ოჯახში ძალადობის შესახებ.