წიგნის „სანოტარო სამართლის“ პრეზენტაცია

1 ნოემბერი 2016

1 ნოემბერს, გაიმართა წიგნის „სანოტარო სამართლის“ პრეზენტაცია.

 

წიგნის ავტორები არიან კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორები მარიკა გოგოლაძე და გიორგი მარიამიძე.  სახელმძღვანელო გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ძალისხმევით.მკითხველს შესაძლებლობა ექნება სიღრმისეულად მოახდინოს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის, ნოტარიუსთა პალატის წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენება.