20 მაისს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე - 12 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მოხსენებები, ტრადიციულად, სამართლის სხვადასხვა მიმართულებით გაკეთდა. კომისიის წევრებმა გამომსვლელთა შორის, გამოავლინეს საუკეთესო სამი ადგილის მფლობელი, რომელიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში.
ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:
I ადგილი - ნიკა გოგაშვილი და გიორგი გიორგაძე. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ხელმძღვანელი - დავით მუზაშვილი;
II ადგილი- ანა ბექაია და თამთა ქულავა. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედება გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე. ხელმძღვანელი - ვლადიმერ წითლაური;
III ადგილი - ბესო სხირტლაძე. მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემის სამართლებრივი ასპექტები. ხელმძღვანელი - არჩილ ბორჯაძე.