იმიტირებული სასამართლოს პროცესი აბიტურიენტებისთვის, ქალაქ ბათუმში

23 მარტი 2019

21-23 მარტს, ბათუმში, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი აბიტურიენტებისთვის.

 

პროცესი ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორგანიზებით.

 

პროცესს გაუძღვენენ აჭარის ავტონომიური რესპუპლიკის პროკურორი, ნათია სონღულაშვილი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვიოლეტა ფორჩხიძე, მათ მხარეები სასამართლო პროცესისთვის მოამზადეს.

 

21 მარტს გაიმართა შეხვედრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 22 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში.

 

23 მარტს გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.