14 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ბავშვის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო ლექცია გაიმართა.
მომხსენებელმა, მარიამ ბობოხიძემ, მშობელთა და ბავშვთა უფლებების კოლიზიაზე, დაბადების რეგისტრაციასა სახელის უფლებაზე, გაშვილებაზე და სხვა პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა.
ლექციას ესწრებოდნენ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტები. ლექციის შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.