CSL-ის მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის "როგორ შევადგინოთ ხელშეკრულება„

20 თებერვალი 2022

 

19 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის სკოლამ აბიტურიენტებისათვის მასტერკლასი ჩაატარა. მასტერკლასს წარუძღვა იურისტი და პროექტების ხელმძღვანელი, თათია უბერი, თემაზე - „როგორ შევადგინოთ ხელშეკრულება“.

 

ღონისძიება წარიმართა ორ ეტაპად. პირველი შეხვედრა, 17 თებერვალს, ონლაინ ჩატარდა და სრულად დაეთმო ლექცია/პრეზენტაციას, სადაც განხილული იყო თეორიული ნაწილი. მეორე მასტერკლასი კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა და აბიტურიენტებს მიეცათ პრაქტიკული დავალება. დაიყვნენ სამუშაო გუნდებად და შეადგინეს ნასყიდობის ხელშეკრულება. 

 

ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.