კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი დასრულდა

23 მარტი 2022

22 მარტს, ჩატარდა კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრის ფინალი, სადაც მონაწილეობას იღებდა კავკასიის  სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანა თვაური. ფინალურ შეჯიბრში მოსახვედრად მონაწილე გუნდებმა გაიარეს გახსნითი და ნახევარ-ფინალური ეტაპები. გუნდები დაკომპლექტებული იყვნენ საქართველოში არსებული 15 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა სტუდენტებით.

 

 I ადგილზე გასულ გუნდს წარმოადგენდა კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტი ანა თვაური, რომელმაც  გაიმარჯვა ნომინაციაში  ,,კრეატიული გადაწყვეტა“.

 

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა  ფულადი ჯილდო,   ფინალში გასული გუნდების ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გაირონ სტაჟირება საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში.

 

შეჯიბრამდე მონაწილეებმა გაიარეს თეორიული და პრაქტიკული გადამზადების ტრენინგი მოლაპარაკების წარმოებასა და მედიაციაში, რაზეც თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.