ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

11 მაისი 2019

4, 5 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

4 მაისს აბიტურიენტებმა შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი, დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა განიხილეს. მათ ჰქონდათ ქეისი, სადაც გაინაწილეს როლები.

 

5 მაისს იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარის მომზადებისთვის მიიღეს ინფორმაცია.

 

11 მაისს კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

პროცესს გაუძღვა შოთა ტყეშელაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი.