30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა’’-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „დამოუკიდებელი მოსამართლის როლი ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების განხილვისას - ქართული და ამერიკული გამოცდილება“.
საჯარო ლექციას, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მოწვევით, წარუძღვა სამი ამერიკელი მოსამართლე - ანა ჰარისი, ჯეიმს ბოდიფორდი და ბენ შტუდარდი და ორი ქართველი მოსამართლე - ლევან დარბაიძე და ეკა არეშიძე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.