25 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სამართლის სკოლის დოქტორანტის, ნაზიბროლა ჯანეზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
დისერტაციის თემის სახელწოდება: ,,სქესობრივი დანაშაულები საქართველოში: სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ანალიზი''.
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - უშანგი ბახტაძე;
დოქტორანტის ოპონენტი - ირინე ხერხეულიძე;
დოქტორანტის ოპონენტი - ბაჩანა ჯიშკარიანი;
სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარე - ლევან დარბაიძე;
სადისერტაციო კოლეგიის წევრი - თამარ გეგელია;
სადისერტაციო კოლეგიის წევრი - ალექსანდრე გიორგიძე;
სადისერტაციო კოლეგიის წევრი - ია ჩხეიძე.
ნაზიბროლამ წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.