დიმიტრი გაბუნიას შეხვედრა კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებთან

14 ნოემბერი 2019

11 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და ადვოკატთა სკოლის დამფუძნებელი, დიმიტრი გაბუნია შეხვდა.

 

ადვოკატთა სკოლის დამფუძნებელმა და წარმომადგენლებმა სკოლის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს და სტუდენტებს ორთვიანი პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ადვოკატთა სკოლა პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემსწავლელ ტრენინგ კურსია, რომელიც მოიცავს ერთკვირიან ვორკშოპს სტრასბურგში. კურსის გავლის შემდეგ აპლიკანტები იღენებენ ორ სერტიფიკატს. ტრენინგის კურსი განკუთვნილია მომავალი იურისტებისთვის, დამწყები თუ მოქმედი ადვოკატებისთვის.

 

პროექტის მიზანია მსმენელების პროფესიული კუთხით განვითარება, სამართლებრივი კომპეტენციის გაზრდა და ეფექტური უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე