2022 წლის 13 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერსამუს+ დღეების ფარგლებში, ჩატარდა ორი ერთობლივი ღონისძიება - ახალი ჟან მონეს მოდულის პრეზენტაცია „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ და ჟან მონეს პროექტის დახურვა „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“. ამავე ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა ჟან მონეს პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული წიგნი „ევროკავშირის კანონთა სახე - რეგულირების პრაქტიკა საქართველოში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, სხვადასხვა სკოლის დეკანები, აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, უნივერსიტეტის სტუმრები.
ღონისძიბაზე შეჯამებულ იქნა 2020-2022 წლების ჟან მონეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და პროექტის ფარგლებში შემუშავებული წიგნის მნიშვნელობა.
ღონისძიებაძე წარდგენილ იქნა ახალი ჟან მონეს მოდულის (2022-2025) მიზნები, ამოცანები, სამართლის პროგრამების ევროპეიზაციის მოდელები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ქ-ნი ირენა მელუა, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი ქ-ნი სოფიო შენგელია. მოხსენებით წარსდგნენ ჟან მონეს მოდულის პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე, აგრეთვე, - წიგნის ავტორები.