გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე - "იურიდიული კვლევის მეთოდები - Quo Vadis?”

12 თებერვალი 2023

9 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოწვევით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შტეინბეის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა გიორგი ხუბუამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე "იურიდიული კვლევის მეთოდები - Quo Vadis?”

 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები. საჯარო ლექციაზე განხილული იქნა სამეცნიერო კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: კვლევის თემატიკის სწორად შერჩევა; კვლევის მეთოდოლოგიის განსაზღვრა; დროის მენეჯმენტი; კვლევის დაგეგმვა; წარმატებული კვლევისათვის გასათვალისწინებელი ფაქტორები და ა.შ.  ბატონმა გიორგიმ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, უპასუხა მათ კითხვებს და დამწყებ მკვლევარებს შესაბამისი რჩევებიც მისცა.

 

პროფესორს უმასპინძლეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, სამართლის სკოლის დეკანმა სოფო შენგელიამ და სამართლის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა კაველიძემ.