9-11 ოქტომბერს, სამართლის სფეროში საერთაშორისო შეჯიბრება Amity International Moot Court Competition ჩატარდა.
საკონკურსო პრობლემა შეეხებოდა საერთაშორისო საზღვაო სამართალს, ხოლო თავად შეჯიბრების პროცესი წარმოადგენდა გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს (International Court of Justice) სიმულაციას.
მსოფლიო უნივერსიტეტების 60 გუნდიდან კავკასიის სამართლის სკოლა საქართველოდან ერთადერთი მონაწილე იყო.
CSL-ის გუნდმა შეჯიბრების კვლევით ეტაპზე დაიკავა მე-10 ადგილი, წერილობით ეტაპზე მე-14 ადგილი, ხოლო ზეპირი გამოსვლის ეტაპზე 22-ე ადგილი.
კავკასიის სამართლის სკოლის გუნდი დაკომპლექტდა მაგისტრატურის სტუდენტებისგან: რუსუდან შაშიკაძე, ბესიკ სხირტლაძე და მარიამ ფილიშვილი. გუნდს ხელმძღვანელობდა ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში კავკასიის სამართლის სკოლის ტრენერი თინათინ ობოლაძე.