ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

9 დეკემბერი 2022

 9 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა  სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის  ქალბატონ თამარ ხუბაშვილის საჯარო ლექცია თემაზე - საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხები.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში, განხილული იქნა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების რეგისტრაცია და მიმდინარე რეფორმები, ასევე რეგისტრაციის და სასამართლო წარმოების საკითხებთან დაკავშირებული თავისებურებები.