22 მაისს, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:
I ადგილი - ნინა ახალაძე და ლილე სიბაშვილი
თემა - „საერთაშორისო საარბიტრაჟო წესით დავის განხილვისას საარბიტრაჟო შეთანხმების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში“.
ხელმძღვანელი - სიმონ ტაკაშვილი.
II ადგილი - ლუკა ბულისკერია და ლუკა მეზვრიშვილი
თემა- „არასრულწლოვნის მათხოვრობაში ჩაბმის კრიმინალიზაციის თანამედროვე ტენდენციები“. ხელმძღვანელი - დავით მუზაშვილი
III ადგილი - დავით სახოკია
თემა- „სამართლიანობის არსებობა/არ არსებობა, როგორც პოზიტიური სამართლის წყარო“. ხელმძღვანელი - არჩილი ბორჯაძე
III ადგილი -გრიგოლია ელენე და გეფერიძე ანი
თემა- „ელექტრონული ხელშეკრულების სამართლებრივი რეგულაციები და პრობლემები“.
ხელმძღვანელი - მაკა კარტოზია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს:
- ანა გელაშვილი და ნინო ქიმერიძე
თემა - „ საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტის პრინციპის განმტკიცების თავისებურებები საქართველოში“.
ხელმძღვანელი - თორნიკე ჭეიშვილი
- მარიამ ზურაშვილი და მარიამ ხარაბაძე
თემა - „მუქარის, როგორც სისხლისსამართლებრივი ნორმის პრობლემატიკა ქართულ კანონმდებლობაში“.
ხელმძღვანელი - დავით მუზაშვილი.
- ქამადაძე ანა და ყურუა ქეთევანი
თემა - „სასამართლო პროცესი“.
ხელმძღვანელი - სოფიო შენგელია.
- კესა ღაღანიძე
თემა - ,,სუროგაცია და მასთან დაკავშირებული თავისებურებები“.
ხელმძღვანელი - არჩილი ბორჯაძე
- დავით ჯაფარიძე და თენგიზ გიორგაძე
თემა - „კიბერდანაშაულის შესახებ ბუდაპეშტის კონვენციის ასახვა ქართულ კანონმდებლობაში“.
ხელმძღვანელი - ალექსანდრე ღლონტი
- აბაშიძე ანა და ჩეჩელაშვილი ანა
„კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპები“.
ხელმძღვანელი - თორნიკე ჭეიშვილი