8 და 9 სექტემბერს მედიაციის ეროვნულმა ცენტრმა მედიაციაში პირველ ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტეტის 8 გუნდმა მიიღო.
კონკურსის ორგანიზატორებმა მონაწილეები ბაზალეთის ტბაზე 3 დღით წაიყვანეს, სადაც მათ ინტენსიური ტრენინგი ჩაუტარდათ. შეჯიბრი ჩატარდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსშიც.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა შეჯიბრში III საპრიზო ადგილი დაიკავა. კავკასიის უნივერსიტეტიდან პროექტში სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სალომე ბეჟაშვილი და ანა გორგოძე მონაწილეობდნენ. მწვრთნელი კი თამარ ტალიაშვილი იყო.
კონკურსი მედიაციაში
11 იანვარი