თანამშრომლობის მემორანდუმი კონსტიტუციონალისტთა ასოციაციასთან

11 იანვარი

28 მარტს, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციასთან.

 

ამავდროულად, ასოციაციის წევრებმა რამდენიმე პროექტი წარუდგინეს სტუდენტებს:

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ოლიმპიადა კოსტიტუციურ სამართალში, რომელშიც რვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას;
კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის მიერ, კონსტიტუციონალიზმის კვლევის ცენტრის ეგიდით გამოცემული ელექტრონული და ბეჭდური ჟურნალი, სადაც სტუდენტთა საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება.