იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

8 აპრილი 2024

6 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

მონაწილეებმა იმუშავეს ,,მანანა პაპავას’’ (მაგდა პაპიძის საქმის მოდიფიცირებული ვერსია) საქმეზე. მიიღეს მეტი ინფორმაცია სფეროში არსებულ სპეციფიკურ გამოწვევებზე და უფრო ახლოს გაიცნეს პროფესია.

 

პროექტს გაუძღვნენ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტები: ლიზა მათიკაშვილი, მედეა ლომიტაშვილი, გიორგი ღურჭუმელია.

 

მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.