ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

16 დეკემბერი 2023

10 და 16 დეკემბერს,კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

10 დეკემბერს, აბიტურიენტებმა შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი, დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა განიხილეს. მათ ქეისები დაურიგდათ და როლები გაუნაწილდათ. აბიტურიენტებმა იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარის მომზადებისთვის მიიღეს ინფორმაცია.

 

16 დეკემბერს კი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

პროცესს გაუძღვა, შოთა ტყეშელაშვილი, თბილისის პროკურორის მოადგილე და ლევან დარბაიძე, მოსამართლე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.