6 და 13 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.
6 ნოემბერს, აბიტურიენტებმა შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი, დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა განიხილეს. მათ ქეისები დაურიგდათ და როლები გაუნაწილდათ. აბიტურიენტებმა იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარის მომზადებისთვის მიიღეს ინფორმაცია.
13 ნოემბერს კი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.
პროცესს გაუძღვა, შოთა ტყეშელაშვილი, თბილისის პროკურორის მოადგილე.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.