საჯარო ლექცია - „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, ფემიციდის და ზიანის ანაზღაურების საქმეებზე“

14 დეკემბერი 2023

13 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საჯარო ლექცია თემაზე  „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, ფემიციდის და ზიანის ანაზღაურების საქმეებზე“ არსებულ საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან დაკავშირებით.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა ფემიციდის საქმეებზე საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დადგენილებები.

 

შეხვედრა  გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.