CU-ის ასოცირებული პროფესორის ვიზიტი ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტში

17 ივნისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ნინო ხარიტონაშვილი ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტს ესტუმრა.

 

მან ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტებისა და ურთიერთობების ხელმძღვანელთან, დოქტორ მარიეკ ფროჰლინთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმები და Erasmus+-ის გაცვლის შესაძლებლობები.