სამართლის სკოლის მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია

11 იანვარი

2012 წლის 31 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენარულ დარბაზში ჩატარდა კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია.


დასკვნით ტურში სტუდენტთა ნაშრომები და სამეცნიერო დისკუსია შეაფასა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით: ლევან მურუსიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, კომისიის თავმჯდომარე, მაია ოშხარელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი, პაატა სილაგაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, დიანა ბერეკაშვილი - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, შალვა მაჭავარიანი - კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში.

კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულებად გამოცხადნენ:

პირველი ადგილი - თამარ გვასალია - „სისხლის სამართლის პოლიტიკა - მიზანშეწონილობის საკითხები". თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი - სრული პროფესორი გოჩა მამულაშვილი.
მეორე ადგილი - ალექსანდრე ზარდიაშვილი - „ბრალის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებები საქართველოსა და ევროპის ქვეყნების კანონმდებლობაში". თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ზვიად როგავა.
მესამე ადგილი - გიორგი ჯოლია - „არაუფლებამოსილი პირისაგან ქონების კეთილსინდისიერად შეძენის სამართლებრივი რეგულირება". თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი - სრული პროფესორი დავით იმნაძე.