2020 წლის 20 ივნისს კავკასიის სამართლის სკოლის რიგით მე-15 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით (მალხაზ ბეგიაშვილი, კომისიის თავმჯდომარე, ხატია ხერხეულიძე, მაკა მხატვრიშვილი, ირაკლი შამათავა, ეკა კაველიძე) შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:
- I ადგილი: გოგაშვილი ნიკა და მუმლაძე მაია. სინდიცირების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და მისი მიმართება კონკურენციის სამართალთან. მეცნიერ ხელმძღვანელი: მაია ბუქური.
- II ადგილი: ბაბილოძე ანა და კირვალიძე მაკო. ბავშვის უფლებები და გარანტიები სამოქალაქო სამართლწარმოებაში. მეცნიერ ხელმძღვანელი: დავით მესხიშვილი;
- III ადგილი: კაცაძე თიკა. მხარეთა ნების ავტონომიის განხორციელების ალტერნატიული გზები საერთაშორისო კერძო სამართალში. მეცნიერ-ხელმძღვანელი: სიმონ ტაკაშვილი.