ლევან დარბაიძის ხელმძღვანელობით შექმნილი პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებულია

5 დეკემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული პროფესორის, მოსამართლე, ლევან დარბაიძის ხელმძღვანელობით შექმნილმა პროექტმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გაიმარჯვა.

 

შეფასება განხორციელდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC). კავკასიის უნივერსიტეტის პროექტი 500-მდე საპროექტო განაცხადს შორის ერთ-ერთი გამარჯვებულ პროექტად დასახელდა.

 

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, პირველად საქართველოში, შეიქმნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები, რომელიც,  საგანმანათლებლო და პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს და ბავშვის უფლებებით დაინტერესებულ ნებისმიერ სხვა პირებს.