საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების პროცესში - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“

20 ნოემბერი 2024

20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების პროცესში - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“.

 

კონფერენციამ თავი მოუყარა, როგორც ქართველ ისე უცხოელ პროფესორებს და დარგის ექსპერტებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრაქტიკოს იურისტებს სხვადასხვა უწყებებიდან, ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც იმსჯელეს ბავშვის უფლებების სწავლების საკითხებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას არსებული მიღწევებსა და გამოწვევებზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი, დაზარალებული და მოწმე ბავშვების უფლებებზე სისხლის სამართლის პროცესში, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში და ა.შ

 

გამართული დისკუსიების ფარგლებში, მონაწილეებმა შეიმუშავეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზები.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ უახლოეს მომავალში გამოიცემა კონფერენციის მოხსენებების კრებული, რომელიც უფასოდ გავრცელდება იურიდიულ წრეებში.