12 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესის პირველი შეხვედრა გაიმართა.
აბიტურიენტებმა შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი, დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა განიხილეს. მათ ქეისები დაურიგდათ და როლები გაუნაწილდათ. აბიტურიენტებმა იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარის მომზადებისთვის მიიღეს ინფორმაცია.
პროცესს გაუძღვა, შოთა ტყეშელაშვილი, თბილისის პროკურორის მოადგილე.
მეორე შეხვედრა 19 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში გაიმართება. აბიტურიენტებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი ჩაუტარდებათ.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.