პროგრამის სტრუქტურა

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის მოცულობა შეადგენს 60 ECTS კრედიტს და სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 1 აკადემიურ წელს. ერთი ECTS კრედიტი უდრის 25 საათს და მოიცავს როგორც მაგისტრანტის საკონტაქტო დატვირთვას (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილ დროს. სამართლის სკოლის მაგისტრატურაში სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით, სადაც პირველი (შემოდგომის) და მეორე (გაზაფხულის) სემესტრი მოიცავს 19 კალენდარულ კვირას, შესაბამისად, სასწავლო წელი დაგეგმილია 38 კვირაზე.

 

პროგრამის პირველი 60 კრედიტიანი ნაწილი ორიენტირებულია სამართლის ერთ ან რამდენიმე სფეროში სპეციალიზაციაზე, პროფესიული და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებაზე, აგრეთვე სამართლებრივი პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარის ჩამოყალიბებაზე. აღნიშნული ნაწილი მოიცავს თეორიულ სასწავლო კურსებს (სავალდებულო და არჩევითი), პრაქტიკულ კომპონენტებს (შემთხვევის ანალიზი (case study), იმიტირებული სასამართლო პროცესები, კლინიკური სწავლება და სხვა) და პროფესიული ეთიკის პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებაზე, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და იურიდიული არგუმენტაციის განვითარებაზე მიმართულ აქტივობებს.

 

პროგრამის პირველი ნაწილის სტანდარტული ვადის (ერთი წელი) ამოწურვის შემდეგ, მაგისტრანტს უფლება აქვს  საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებით ვადაში, არა უმეტეს ორი სემეტრი (ერთი აკადემიური წელი), სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.

 

იხილეთ პროგრამა.

პროგრამის კატალოგი.