პროექტის შესახებ

 

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის პროექტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“.

 

პროექტის ხანგრძლივობა:

 

2023 წლის 20 დეკემბერი - 2025 წლის 20 დეკემბერი.

 

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების შემუშავება. კვლევა განხორციელდება შემდეგი სტრატეგიით/მიმართულებებით:

 

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული საერთაშორისო კანონმდებლობის ანალიზი (ბავშვის უფლებათა კონვენცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მინიმალური სტანდარტული წესები, ე.წ. „პეკინური წესები“, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრინციპები, ე.წ. „რიადის პრინციპები“);
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების და საერთო სასამართლოების განაჩენთა ანალიზი;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მუხლობრივი კომენტარი.

 

კავკასიის უნივერსიტეტიდან პროექტში მონაწილეობს:

 

  • პროექტის ხელმძღვანელი - ლევან დარბაიძე,  კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, მოსამართლე
  • პროექტის კოორდინატორი - ლევან მოსახლიშვილი,  კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.