დოქტორანტურა

როგორ ჩავაბაროთ:

 

  • სადოქტორო პროგრამაზე მიღებას აცხადებს უნივერსიტეტი;
  • ინფორმაციას ვაკანტური ადგილებისა და მიღების პირობების შესახებ მიიღებთ კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან;
  • მიმღებ კომისიასთან გასაუბრებისა და დადებითი პასუხის შემთხვევაში თქვენ ჩაირიცხებით სადოქტორო პროგრამაზე;
  • კავკასიის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი სკოლის (ფაკულტეტის) მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოთ შემდეგი საბუთები:
    • მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
    • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის);
    • პირადობის მოწმობის 2 ასლი;
    • 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც);
    • შესაძლოა მიმღები კომისიის მოთხოვნით დაემატოს სხვა საბუთები;
    • იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში გაქვთ მიღებული მაგისტრის დიპლომი, ქართულად თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებასთან ერთად, საჭირო იქნება დიპლომის ნამდვილობის დასკვნაც, რომლის მიღება შეგეძლებათ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge).
  • საგნებზე რეგისტრაციისა და სხვა საჭირო პროცედურის შესახებ გაგაცნობთ თქვენი პროგრამის აკადემიური მენეჯერი;
  • უნდა გამოცხადდეთ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სწავლის დაწყების დღეს.