პროფესორ გიორგი თურქიას სახელობის აუდიტორიის გახსნა

25 იანვარი 2020
24 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროფესორ გიორგი თურქიას სახელობის აუდიტორია გაიხსნა.
 
 ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კახა შენგელიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და გიორგი თურქიას შესახებ ისაუბრა. სიტყვით წარსდგნენ სხვა სტუმრებიც, რომლებმაც ყურადღება გიორგი თურქიას პროფესიონალიზმსა და პიროვნეულ თვისებებზე გაამახვილეს. მათ გაიხსენეს პროფესორის მოღვაწეობა და წვლილი კავკასიის უნივერსიტეტის შექმნასა და განვითარებაში.
 
 გიორგი თურქია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის ბიზნესის სკოლის (1998) და კავკასიის უნივერსიტეტის (2005) თანადამფუძნებელი იყო. იგი საქართველოში ახალი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის სახელმწიფო მოხელეების, მენეჯერების, ფინანსისტების, მარკეტოლოგების მომზადების ორგანიზატორი და წარმმართველი იყო.
 
 მისი დიდი დამსახურებაა, რომ კავკასიის ბიზნესის სკოლა სწორედ თბილისში დაფუძნდა.
 
 გიორგი(გოგი) თურქიას შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.