სიახლეები

09
აპრ
კავკასიის უნივერსიტეტი ერაზმუს+ სასტარტო კონფერენციაზე

კონფერენციაზე შეკრებილ 300-მდე მონაწილეს  ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) სექტორის უფროსმა, ბატონმა ფრანსისკო აგუადო სანჩესმა სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა 2021 წლის კონკურსის მნიშვნელობას, რადგან დაიწყო ერაზმუსის ახალი, 2021-2027 ჩარჩო პერიოდი.

20
თებ
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG)

15 თებერვალს,  კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე. 

 

14
თებ
კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას პუბლიკაცია „ჰაბერმასიდან დერიდამდე სეკულარული უნივერსალიზმის რბილი ფორმა“

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას პუბლიკაცია „ჰაბერმასიდან დერიდამდე სეკულარული უნივერსალიზმის რბილი ფორმა“ გამოიცა ვილნიუსის უნივერსიტეტის პრესის გამოცემა Problemos-ში. 

 

17
ნოე
კავკასიის უნივერსიტეტი ევროკავშირის ერაზმუს + 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულია

კავკასიის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის ერაზმუს + 2021 წლის კონკურსში  - ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრები (Centers of Excellence).

27
ოქტ
სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია Nispacee-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად მეორე ვადით აირჩიეს

ლიუბლიანაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (Nispacee) 29-ე ყოველწლიური კონფერენციის პარალელურად გაიმართა Nispacee-ის ქსელის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლების ბიზნეს შეხვედრა. 

22
ოქტ
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია Nispacee 29-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე

21 ოქტომბერს, ლიუბლიანაში (სლოვენია), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (Nispacee) 29- ყოველწლიური კონფერენცია -  „მოქალაქეთა მონაწილეობა და გაძლიერება - კოლაბორაციული ინოვაცია მმართველობაში“ ("Citizens' Engagement and Empowerment - The Era of Collaborative Innovation in Governance") გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობია

18
ოქტ
CSG-ის აფილირებული პროფესორის, ეკა აკობიას პუბლიკაცია

გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული პროფესორის, ეკა აკობიას პუბლიკაცია (2021) საჯარო მმართველობა კონფლიქტის ქვეყნებში: საქართველოს შემთხვევა. პუბლიკაცია შესულია წიგნში „საჯარო ადმინისტრაცია კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში“, რედ. იურაი ნემეცი და პ. ს. რედი. პალგრეივ მაკმილანი.

09
სექ
ირლანდიის ელჩის, მარტინა ფინის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

7 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს საქართველოში ირლანდიის ახლადდანიშნული ელჩი, მარტინა ფინი ესტუმრა. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან. 

28
ივლ
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG)

23 ივლისს, გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე. 

 

21
აპრ
დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია

21 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას 4 წლიანი აკრედიტაცია მიანიჭა.