9 მაისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ლექტორის, ჟან მონეს პროფესორის, სერგი კაპანაძის მოწვევით, მისი სასწავლო კურსი "ევროკავშირის ინსტიტუტები და პოლიტიკა" ფარგლებში, ვუმასპინძლეთ ყოფილ ევროპარლამენტარს, გაერთიანებული სამეფოდან, რობერტ ევანსს.
9 მაისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ლექტორის, ჟან მონეს პროფესორის, სერგი კაპანაძის მოწვევით, მისი სასწავლო კურსი "ევროკავშირის ინსტიტუტები და პოლიტიკა" ფარგლებში, ვუმასპინძლეთ ყოფილ ევროპარლამენტარს, გაერთიანებული სამეფოდან, რობერტ ევანსს.
კონფერენციაზე შეკრებილ 300-მდე მონაწილეს ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) სექტორის უფროსმა, ბატონმა ფრანსისკო აგუადო სანჩესმა სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა 2021 წლის კონკურსის მნიშვნელობას, რადგან დაიწყო ერაზმუსის ახალი, 2021-2027 ჩარჩო პერიოდი.
15 თებერვალს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე.
კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას პუბლიკაცია „ჰაბერმასიდან დერიდამდე სეკულარული უნივერსალიზმის რბილი ფორმა“ გამოიცა ვილნიუსის უნივერსიტეტის პრესის გამოცემა Problemos-ში.
კავკასიის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის ერაზმუს + 2021 წლის კონკურსში - ევროკავშირის კვლევების წამყვანი ცენტრები (Centers of Excellence).
ლიუბლიანაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპ
21 ოქტომბერს, ლიუბლიანაში (სლოვენია), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (Nispacee) 29-ე ყოველწლიური კონფერენცია - „მოქალაქეთა მონაწილეობა და გაძლიერება - კოლაბორაციული ინოვაცია მმართველობაში“ ("Citizens' Engagement and Empowerment - The Era of Collaborative Innovation in Governance") გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობია
გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული პროფესორის, ეკა აკობიას პუბლიკაცია (2021) საჯარო მმართველობა კონფლიქტის ქვეყნებში: საქართველოს შემთხვევა. პუბლიკაცია შესულია წიგნში „საჯარო ადმინისტრაცია კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში“, რედ. იურაი ნემეცი და პ. ს. რედი. პალგრეივ მაკმილანი.
7 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს საქართველოში ირლანდიის ახლადდანიშნული ელჩი, მარტინა ფინი ესტუმრა. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან.
23 ივლისს, გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე.